შეიმოწმე შენი ცოდნა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებით
Thursday, June 18, 2015
პრეზენტაციები
1.
პირველი პრეზენტაცია ეხება ვაჟას წერილს - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი". წერილის დედააზრი დაკავშირებულია საქართველოს ეროვნულ ჰიმნთან (აკაკი წრეთლის სიტყვებთან) - ორი გენიოსის ნააზრევის თანხვედრაა - საქართველო მსოფლიოს ნაწილია, ისევე, როგორ ხატი - სახატისა. მთელისა და ნაწილის ამგვარ მიმართებაზეა აგებული ვაჟას ეს წერილიც.
მეორე პრეზენტაცია - ვაჟა-ფშაველა განათლების შესახებ - მიმოიხილავს მის ნააზრევს ამ კუთხით, მის პედაგოგბას. წაიკითხეთ ვაჟას წერილი - "საუბარი ბავშვებზედ".

პატრიარქი ვაჟა-ფშაველას შესახებ
ვაჟა-ფშაველა არა მარტო თავისი ეპოქის განსაკუთრებული მოვლენაა, იგი ღირსება და დიდებაა ზოგადად ქართული მწერლობისა და, საერთოდ, მსოფლიო ლიტერატურისაც. მან თავის სიცოცხლეშივე აუარა გვერდი დროს, რადგან წინ წამოსწია ის თემები და მიმართულებები, რასაც მისი თანამედროვენი ათვალწუნებით უყურებდნენ.
პიროვნების, სამშობლოსა და ღმერთისადმი უკვე საყოველთაოდ ქცეული ნიჰილისტური დამოკიდებულების ფონზე ვაჟამ, დიდი ილიასა და აკაკის მსგავსად, სწორედ ეს ღირებულებები დააყენა ყველაზე მაღლა და საოცარი სადიდებელი მიუძღვნა თითოეულ მათგანს.
სიღრმითა და სიბრძნით გამორჩეული მისი პუბლიცისტური წერილები, სულისშემძვრელი პროზა თუ უბადლო პოეზია დღესაც საოცრად თანამედროვეა და დამატყვევებელი. იგი ხავსს არც არასდროს მოიკიდებს, რადგან მარადიულობასთან არის წილნაყარი.
ხშირად უკვირთ და ამბობენ, როგორ კარგად ესმისო ვაჟას ბუნების ენა, მინდიასავით როგორ გრძნობსო ყოველი სულიერის სიხარულსა და ტკივილს. მავანნი კი შეიძლება თავდაჯერებულობად მიიჩნევენ თუნდაც ამ ნათქვამს: „ვლაპარაკობდი ღმერთთანა...“
ვაჟას სულის არაერთი გასაღები მის შემოქმედებაში მრავლადაა მიმობნეული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მის ერთ ლექსზე - „ჩემი ვედრება“ შევაჩერებ.
ეს არის უმაღლესი ქრისტიანული აზროვნების ნაყოფი, თავმდაბლობის, სიყვარულის, ერთგულების, ვაჟკაცობის, სინაზის საგალობელი, რომლის ავტორიც ჭეშმარიტი მეგობარია ღვთისა და არა მხოლოდ კარგად მოაზროვნე შემოქმედი.
„ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადია ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა...
მხოლოდ მაშინ ვერ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული“.
ამ სიტყვების სიღრმეს ბევრნი ვერც მიხვდებიან, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანას დღესაც არც თუ ცოტა ყავს ასეთი შვილები, ამ წესით რომ ცხოვრობენ. სწორედ ამგვარი ადამიანები იყვნენ და არიან მარილნი სოფლისანი.
ღმერთმა ამრავლოს მათი რიცხვი.
„რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“, - ბრძანებს უფალი. ვაჟა-ფშაველა ამისი ნათელი მაგალითია. სწორედ სიმდაბლით მოიპოვა მან მადლი წინაშე ღვთისა და ამიტომაც შეეძლო მას დაეგდო ყური სამყაროს მაჯისცემისათვის, შეეძლო აეხსნა სხვათათვის დაფარული მრავალი საიდუმლო და ჰქონოდა მადლი ღმერთთან საუბრისა.
ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო გაცადებულია „ჩვენებაში“სამშობლოს დარდით მოცულ მგოსანს წმ. თამარ მეფე და ძველ გმირთა დასი ასე ამხნევებს:
„კვალად ამიდგნენ თვალწინა
წარსულის დროთა გმირები...
ნუ სტირო, ნუო, - მეძახდნენ,
რა მნახეს ანატირები.
„სრულდება, მალე იქნება
ღვთისაგან დანაბარები,
აღდგება საქართველოო“
გმირთა სათქმელი ის არი“.
ინებოს ღმერთმა, ჩვენი თაობა მოესწროს გაბრწყინებულ, სულიერად ამაღლებულ საქართველოს.
ღმერთმა დალოცოს ვაჟა-ფშაველას, - ლუკა რაზიკაშვილ-ღუდუშაურის ნათელი სული, დააწესოს იგი სავანესა მართალთასა და მისი ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს, ამინ!
სტატია დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას 145 წლისთავისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35, 2006 წ.
Wednesday, June 17, 2015
შემოქმედების კვლევა
მისი შემოქმედების კვლევაში უდიდესი როლი შეასრულა თსუ გახსნილმა ვაჟა-ფშაველას კაბინეტმა.დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი- გრიგოლ კიკნაძე,
ვაჟას ენა
პოემებში ის აქტიურად იყენებს ფშაურ კილოს, მოთხრობები და პუბლიცისტური წერილები ლიტერატურული ქართულით აქვს დაწერილი.გთავაზობთ ჩემს გამოკვლევას ვაჟა-ფშაველას ენობრივი თავისებურებების შესახებ.
https://drive.google.com/file/d/0B6oJ5nw9RRVVMWpjUVphVHNrTGM/view?usp=sharing
დავალება: ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაურის" 1-ელ და მეორე თავებში მოძებნეთ ზმნის შემდეგი ფორმები -
1.ძველი ზმნისწინით :
2.დიალექტის გავლენით შეცვლილი ზმისწინით (მხოლოდ ზმისწინი იყოს დიალექტური ფორმით):
3.შუალობითი კონტაქტის დიალექტური ფორმის მაგალითები

პოემები - 5 მთავარი პოემა
მიჩნეულია, რომ გამორჩელი და გენიალურია ვაჟას 5 პოემაა;
"გოგოთურ და აფშინა"
"ალუდა ქეთელაური"
"სტუმარ-მასპინძელი"
"ბახტრიონი"
"გველისმჭამელი"
აირჩიეთ თქვენთვის განსაკუთრებით მოსაწონი ამ ხუთი პოემიდან. იხელმძღვანელეთ შემდეგი კრიტერიუმით - აქტუალურობა (თანამედროვე ეპოქასთან მჭიდრო კავშირი),დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი,

Thursday, May 7, 2015
ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია
უპირველეს ყოვლისა, დაბადების წელია საკამათო. თვითონ ყოველთვის ირწმუნებოდა,რომ 1862 წელსაა დაბადებული, თუმცა ყველა წყაროსა და გამოცემაში 1861 წელია მითითებული.
ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის შესახებ იხილეთ გიგი ხორნაულის "ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,თბილისი,2014).
წაიკითხეთ 1-ლი და მე-5 თავები. ვიმსჯელოთ მათ შესახებ.
ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის შესახებ იხილეთ გიგი ხორნაულის "ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,თბილისი,2014).
წაიკითხეთ 1-ლი და მე-5 თავები. ვიმსჯელოთ მათ შესახებ.
რეჟისორი თენგიზ აბულაძე- 1968წ.
ამ ფილმს კინოკრიტიკა არაერთგვაროვნად შეხვდა, ძირითადად, იწუნებდნენ რეჟისორის ინტერპრეტაციას. ვაჟას მკვლევარი - გრიგოლ კიკნაძე - თენგიზ აბულაძის ნიჭის დამფასებელი გახდა. ამ მხრივ საყურადღებოა მისი წერილი "ჩვენი ყველაი გაცუდდა?"( გრიგოლ კიკნაძე, თხზულებანი, თსუ გამომცემლობა, 2009, ტ.5).
დავალება - მოიძიეთ ინფორმაცია ვაჟას ნაწარმოებების სხვა ეკრანიზაციების შესახებ.
Monday, March 23, 2015
ლიტერატურის ნუსხა - რა წავიკითხოთ ვაჟა-ფშაველას შესახებ
1,ვაჟა-ფშაველა, ქართველი მწერლები სკოლაში, "საქართველოს მაცნე",2002-2003 წ, I და
II ნაწილი
2. გიგი ხორნაული, ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი, ბაკურ სულაკაურის გამამც. 2014 წ.
3. გრიგოლ კიკნაძე,ვაჟა-ფშაველას შემოქმედება,თბ, 1957წ.
5. ვაჟა-ფშაველას 5 პოემა, თბ.1975წ.
6.აკაკი ბაქრაძე სკოლას, თბილისი,2013 წ.
7.მიხო მოსულიშვილი, ვაჟა-ფშაველა, თბ. 2011წ.
8. თამაზ ჩხელკელი, ტრაგიკული ნიღბები, თბ,2009
აკაკისა და ვაჟას ურთიერთობის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. წაიკითხეთ იოსებ იმედაშვილის მოგონება კრებულიდან „კაი ყმა"(მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე, თბილისი, გამომც.მერანი, 1986), ეს მოგონება ნათელს მოჰფენს აკაკის მიერ ვაჟას დაუფასებლობის შესახებ მოგონილ ამბავს. საყურადღებოა სხვა მხრივაც - როგორ უსწორდებოდა ვაჟა რუსიფიკატორული რეჟიმის დამქაშებს (ვინმე აშინოვს).წაიკითხეთ და ვიმსჯელოთ.
Subscribe to:
Comments (Atom)